ინგრედიენტი ფონი 5.jpg

წესები და პირობები

1.    შესავალი
1.1.    აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ შპს ნუტრიცია ზ (ს/კ 405426533) (შემდგომში „კომპანია“) ვებგვერდისა და ონლაინ მაღაზიის გამოყენებას.
1.3.    ქვემოთ მოცემული მუხლი კონფიდენციალურობის შესახებ განმარტავს თუ როგორ ვაგროვებთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენებისას.
1.4.    ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


2.    კომუნიკაცია
2.1.    ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოგიგზავნოთ. თქვენ შეგიძლიათ მოგვიანებით უარი თქვათ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე.


3.    შეძენა/ყიდვა
3.1.    თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიით, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის (და არამარტო): თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი და CVV კოდი. 

3.2.    შესყიდვის განხორციელებისას თქვენ გვაძლევთ უფლებას მითითებული ანგარიშიდან/ბარათიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრაზე. იმ შემთხვევაში თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდება გადახდა, შეკვეთა არ გამოგეგზავნებათ. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი შეკვეთის მიწოდების შეყოვნებით გამოწვეულ ზარალზე.
3.3.    თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე თქვენ ადასტურებთ, რომ: (1) თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ის ბარათი / გადახდის სხვა მეთოდი, რომელსაც იყენებთ; (2) თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და სრულყოფილი; (3) ხართ 18 წელზე მეტის.

3.4.    ვებგვერდზე შესყიდვის განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი და ხართ სრულიად ქმედუნარიანი. ამასთან დაკავშირებით, მომავალში კომპანიისადმი წარდგენილი პრეტენზია არ მიიღება.
3.5.    გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
3.6.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის (და არამარტო): პროდუქტის / მომსახურების მიუწვდომლობა, პროდუქტისა / მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომის არსებობა და ა.შ.
3.7.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის ან უნებართვო / უკანონო ტრანზაქციის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

3.8.    მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა სანამ მისი შეკვეთის სტატუსი „ჩემი შეკვეთების“ პირად გვერდზე აჩვენებს „მიღებულია“-ს და არ შეცვლილა „მუშავდება“-ზე.


4.    თანხის დაბრუნება/ანაზღაურება
4.1.    თუკი მიღებული პროდუქტი არ შეესებამება საიტზე აღწერილს, გთხოვთ შეგვატყობინოთ აღნიშნულის აღმოჩენისთანავე ელექტრონულ ფოსტაზე salami@ingredienti.ge. ჩვენ შევეცდებით უმოკლეს ვადაში ჩაგინაცვლოთ პროდუქტი ან შემოგთავაზოთ თანხის ანაზღაურება. მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია/საჩივარი მიიღება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებიდან  6 საათის ვადაში.

4.2.   გაყიდული პროდუქცია სრულად ან ნაწილობრივ უკან დაიბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის თქვენთვის მოწოდების მომენტში იყო ვადაგასული, ან გაფუჭებული. ვადაგასული ან გაფუჭებული პროდუქციის მიღების თაობაზე უნდა შეგვატყობინოთ გზავნილის მიღებიდან 12 საათის ვადაში.

4.3.   კომპანია სრულად დააბრუნებს თქვენ მიერ გადახდილ პროდუქციის ღირებულებასა და მიტანის სერვისის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი პროდუქცია კომპანიას მარაგში არ ექნება.

4.4.   ნებისმიერი მიზეზით, თქვენთვის პროდუქციის საფასურის დაბრუნებისას, თანხას დავაბრუნებთ იმ ანგარიშზე, საიდანაც განახორციელეთ შესყიდვა.

4.5.   მომხმარებლის მიზეზით გაუქმებული შეკვეთებისთვის თანხის დაბრუნებას თანხა დაბრუნდება თანხის დაბრუნების შესაბამისი საბანკო საკომისიო ხარჯების გამოკლებით.


5.    შემადგენლობა/კონტენტი
5.1.    ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, წარმოადგენს კომპანიის  საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული მასალა სრულად ან ნაწილობრივ პირადი ან კომერციული მიზნებისთვის, წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.


6.    აკრძალული გამოყენება
6.1.    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და წინამდებარე პირობების შესაბამისად.


7.    კონფიდენციალურობა

7.1.   პირადი მონაცემები

7.1.1.   თქვენ მიერ შესყიდვისას მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კომპანიას არ აქვს უფლება ეს ინფორმაცია თავად გამოიყენოს, ან გადასცეს მესამე პირებს, თუ ეს არ ემსახურება თქვენ მიერ შესყიდვის განხორციელების პროცესის უზრუნველყოფას.

7.2     ანალიტიკა
7.2.1.    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

7.2.2.    ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

7.3     „მზა ჩანაწერები“ (Cookies)

7.3.1.    ჩვენს ვებ-გვერდზე „მზა ჩანაწერები“ (Cookies) გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. „მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და ვებგვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.


8.    ანგარიშები
8.1.    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალური. არასწორმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის და/ან შეკვეთის გაუქმება.
8.2.    თქვენ პასუხისმგებელი ხართ  თქვენი ანგარიშის, მომხმარებლის სახელის და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობასა და ქმედებაზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის შესახებ.


9.    შეწყვეტა
9.1.    ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისებზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინებისა და/ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის (მაგრამ არამხოლოდ) პირობების დარღვევის შემთხვევაში.
9.2.    თუ გსურთ ანგარიშის დახურვა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე salami@ingredienti.ge


10.    მარეგულირებელი კანონი
10.1.    წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
10.2.    ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება  სასამართლოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ ჩაითვლება ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ, წინამდებარე პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.


11.    ცვლილებები სერვისში
11.1.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზეც.


12.    დასტური/თანხმობა
12.1.    ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.


13.    კონტაქტი
13.1.    გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: salami@ingredienti.ge

გამოიწერეთ შემოთავაზებები, სიახლეები და სხვა:

+995 593 377 028

©2020-2021 შპს ნუტრიცია ზ